გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს AMBEBI.GE -სთან იხსენებს. გოგონას ინფორმაციით, თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, "დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ".
გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი, ე.წ. ოქროს მოწმე და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი. მისივე ინფორმაციით, გადმოცემით იცის რომ მანქანით მისულმა პირებმა სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს, თუმცა არ იცის რომელს. რესპოდენტი აღნიშნავს რომ საქმის გასარჩევად მისულებს ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. მან ასევე აღნიშნა გიორგი შაქარაშვილი წყალში თავად არ ჩავიდოდა, რადგან ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა.