შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში შაქარაშვილის მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება.
როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.