ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა წინასასამართლო სხდომის თარიღის 1 თვით გაგრძელებას მოითხოვს. როგორც „პალიტრანიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის 1 თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე წინსასამართლო სხდომა 31 ივლისს იყო ჩანიშნული. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.