გიორგი შაქარაშვილის ბიძა - დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება - Palitra News

გიორგი შაქარაშვილის ბიძა - დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება

2020-07-07 16:56:13+04:00

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება.

ნიკოლაძე დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგი შაქარაშვილთან ბოლო შემხებლობა ჰქონდათ, მიმართავს, ბოლო შანსი გამოიყენონ და სიმართლე თქვან.