გლდანის ციხეში, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღება ნებაყოფლობით მოხდა.
როგორც გამომძიებელი კახაბერ მურადაშვილი აცხადებს, დნმ-ის ნიმუში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიღეს. ნიმუში გაიგზავნება საექსპერტო ბიუროში და შედარდება მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ დნმ-ის ნიმუშზე.
როგორც გამომძიებელმა განმარტა, თუ რურუა ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, გამომძიებლებს განჩინების შესაბამისად, "პროპორციული ძალის გამოყენებით მოუწევდათ ამის გაკეთება".
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.