"მთავარი" არხის მეწილე, გიორგი რურუა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მოუწოდებს ორგანიზება გაუწიონ პროტესტს. მათ შორის ადგილობრივი მედიასაშუალებების გამოყენებითა და საპროტესტო აქციების გამართვით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.
როგორც რურუა სოციალურ ქსელში წერს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით სასაამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.