"ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულმა წევრმა, ადვოკატმა გიორგი ონიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართა, თუმცა საბჭომ ონიანს შინაპატიმრობაზე უარი უთხრა. ონიანის ადვოკატი ბექა ბასილაიას თქმით, საბჭოს ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რასაც ის გაასაჩივრებს.გოგა ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ ონიანს ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აქედან ონიანს მოსახდელი ერთ წელზე ნაკლები დარჩა.