საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის, განცხადებას გამოეხმაურა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას "არასწორად ინტერპრეტირებული" უწოდა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში.