იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის და განაცხადს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ტოვებს.
როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დღეს გაიმართება. კონკურსანტებს შორისაა გიორგი მიქაუტაძეც.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას განცხადი ორი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდა შეტანილი, კერძოდ კი, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში, თუმცა ცოტა ხნის წინ მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ისაუბრა.