იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კამპანია "აიცილე ლევან მურუსიძე სასამართლო პროცესიდან" ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს, რაც მიუღებელია. მისივე თქმით, ეს ქმედება ყველა იურისტისთვის, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს საპროცესო კოდექსი, ღიმილისმომგვრელია.