გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა.
თანამდებობის დატოვების მიზეზი უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ მისი სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევაა. კანონმდებლობით აღნიშნული თანამდებობა საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა 28-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ.
გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 2017 წლის 24 ივნისს აირჩიეს.