იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გამოეხმაურა მოსაზრებებს, რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლესი სკოლა დამოუკდებელი არ არის, რაზეც განმარტა, რომ სკოლა აბსოლუტურად დამოუკიდებელია. გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობაში ჩარევა მაქსიმალურად ნაკლებად იყოს.შეგახსენებთ,რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვა ობიექტურად არ ხდება, ვინაიდან სკოლის მართვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირდაპირ არის ჩართული.