იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს არ ეთანხმება, რომ კანონპროექტიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხი იქნება ამოღებული. როგორც მიქაუტაძემ განმარტა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იმ კანდიდატთა კვალიფიკაცია შეაფასოს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ. მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა გაიარონ, უნდა გადაიხედოს, - ასეთია ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია "საერთო სასამართლეობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს ეხება.