იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურნენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ეხება. საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეფასებით უმრავლესობა ვენეციის კომისიის პოზიციას უფრთხის. მისივე თქმით, საფუძველს მოკლებულია არგუმენტი, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამარათლეები აკლია. ვენეციის განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს.