იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარკვეულ პოლიტიკოსებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს. ეს განცხადება გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეთა კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ისმის ძალადობრივი განცხადებები. ამავე საკითხზე განცხადებები სხვა მოსამართლეებმაც გააკეთეს.