გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს როგორც მიქაუტაძემ განაცხადა ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს. ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ახალ სიაში მოსამართლეთა ის გვარები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრის ათკაციან სიაში იყო დასახელებული, საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.