შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა.