შს მინისტრი გამოეხმაურა ბორჯომის ხეობაში დამსვენებლების შემოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ვინც გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, „თუმცა არა ყველასთან“. დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.როგორც ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.