აჭარაში მყოფი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. როგორც შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ხულოს რაიონულ სამმართველოში პოლიციელებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.