შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მყოფ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ამ ეტაპზე რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.