შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.