საქართველოს პრეზიდენტი და ლატვიის პრეზიდენტი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა ლატვიურ-ქართული პროექტი "მუსიკის კუნძული" გახსნეს,რომელიც ილიას ტბაზე განხორციელდება. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მათ სიტყვით მიმართეს და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორივე ქვეყნის პრეზიდენტს პროექტის გახსის აღსანიშნავად სიმბოლური გასაღებები გადაეცათ. პროექტს „მუსიკის კუნძული“ კომპანია „Ferrus Development“ ახორციელებს და ის ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცისა და ეკოკოტეჯების აშენებას, რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპი ეკოკოტეჯების წარმოების საქართველოში გადმოტანასა და მის შემდგომ განვითარებას გულისხმობს.