საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი2 ის ჟურნალისტებს მტკიცედ დგომისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება მან პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს არხი სწორედ ჟურნალისტებს ეკუთვნის. მან ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან.