საქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა. მარგველაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული. „შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა“ - ნათვქამია პრეზიდენტის განცხადებაში.
იხილეთ:
უბედური შემთხვევა ტყიბულში - შსს-ის ინფორმაციით, დაღუპულია 4 მეშახტე