სწორედ გაერო გახდა ორგანიზაცია, რომელმაც თქვა საქართველოს მდგომარეობის შესახებ და მთელ კაცობრიობას ამცნო, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო პოლიტიკაში გაერო-ს მნიშვნელობასა და როლზე გაამახვილა ყურადღება.პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მოუწოდა, ნუ გაზომავენ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მხოლოდ იმის მიხედვით, სად შეუძლიათ მათ ძალისა და ცეცხლის გამოყენება. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი.საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს პლატფორმის – „დიალოგი მომავალ თაობასთან“ ფარგლებში შეხვდა.