"ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ნომერ მე -10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მან ხმა მისცა ადამიანს, რომელსაც ასევე, მომავალი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.