ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საკუთარ ოჯახსა და გუნდს. მისი თქმით, ის რჩება ქართული საზოგადოების სამსახურში ისე, როგორც მანამდე იყო.