საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ დროისთვის აუდიენციის მონაწილეებმა ავლაბრის რეზიდენცია უკვე დატივეს. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს. გუშინ გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, თავის მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და ბონუს სისტემის გაუქმება. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.