ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არც ერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საპროტესტო აქციას სახლებიდან და ტელევიზორებიდან აკვირდებიან. მისი შეფასებით, ოპოზიცია ისეთი ერთიანი და კონსოლიდირებულია დღეს, როგორც არასდროს.
მარგველაშვილის თქმით დღეს ხელისუფლებაშია ის ძალა, რომელიც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობას.