"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მარგველაშვილმა შეხვედრაზე მისვლის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებისთვის მადლობის სათქმელად მივიდა, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ გზაში.
რაც შეეხება არჩევნებში ჩართულობას, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურის მაჟორიტარად დაყენება გამორიცხა და განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებში სხვაგვარად ჩაერთვება.