ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობა მიიღ.
როგორც დისკუსიისას პრეზიდენტმა განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაა ჩართული, თუმცა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს.