ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ძალადობას გააჩერებს მანდატური, მასწავლებელი, პოლიცია და ხელისუფლება, ელემენტარულად არ უნდა, რომ ამ რეალობას შეხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ფაბრიკაში" განაცხადა, სადაც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ინიციატივით, პლატფორმის "დიალოგი მომავალ თაობასთან" ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტმა მათ შეკითხვებსაც უპასუხა, ერთ-ერთი მათგანი სკოლებს და იქ არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.