ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ავრცელებს. როგორც ლაფერაშვილი აღნიშნავს, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის გარდა, გუმბერიძე კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ გუმბერიძე საგამოძიებო ორგანოში 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე ადვოკატთან ერთად მივა.მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს უკვაშირდება, რომელზეც ბრალი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და ასევე „ინტერმედია +“-ის ხელმძღვანელს აქვთ წაყენებული.