"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაფერაშვილმა, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს, რადგან მისივე თქმით, ის ვერ მიიღებს ბრალდებას, რომ თავდ ითვისებდა და არამიზნობრივად არიგებდა თანამშრომელთა ხელფასებს.
ლაფერაშვილის თქმით, შვებულების შემდეგ იგი სამსახურში დაბრუნებას ისედაც არ აპირებდა. ამასთან, ის აცხადებს, რომ გარკვეული პირები მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ.