„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ისინი საგამოძიებო უწყებაში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არიან გამოძახებლები. ლაფერაშვილი აღNიშნულ ფაქტს ოპზიციური არხის, ფორმულას ეთერში გასვლას უკავშირებს. უდუმაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ანხორციელებს პოლიტიკურ დევნას პოლიტიკოსების და ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ და სწორედ ამას უკავშირებს პროკურატურაში დაბარებას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.