საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის დასაწყისში, კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.