საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს, რომელიც ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.