მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ლიტველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. ცერემონიალზე გაჟღერდა ლიტვისა და საქართველოსა ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე - ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.