პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, განახლებულ კოსტავას გამზირზე, რუსთავისა და ქვემო ქართლის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრები, პარტიის ლიდერები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ესწრებოდნენ.