საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები დაასახელა. ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას. კვირიკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ ქუთაისისა და მთელი იმერეთის სწრაფი განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს.