საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. ყოფილი პრემიერი მომხდარს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად აფასებს.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფაქტს წინ უძღოდა სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა, ყოფილი პრემიერის აზრით ფასდება როგორც ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმა.
მთავრობის ყოფილი მეთაური ვარაუდობს რომ დღევანდელ ფაქტებს ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.
"ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კვირიაკაშვილი და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.