პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ, – ასე განუცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ჟურნალისტებს სადაც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 სექტემბერს ტარდება.