დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას განიხილავს, როგორც რეგიონულ პარტნიორს და მიისწრაფის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ლიდერებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის პრიორიტეტია.