საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სთხოვს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შს სამინისტროს მოუწოდა, კანონის აღსრულებაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს. 1-ელი მაისიდან დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა.”ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები , ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ გაგებით მოეკიდონ ამას“-განაცხადა პრემიერმა.