მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პრემიერი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება. გიორგი კვირიკაშვილი ამ ბრალდებებს დაუსაბუთებელსა და აბსურდულს უწოდებს.