საქართველოს პრემიერ-მინისტრი მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი სამძიმრის წერილს ტვიტერში ავრცელებს. "საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს. გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია პრემიერის წერილში.