იორდანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 50-ი ქვეყნის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს. ამავე პანელის მონაწილეა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი. იორდანიაში საქართველოს ელჩის გრიგოლ ტაბატაძის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება, რაც დაეხმარება საქართველოს გააღრმავოს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის იორდანიის სამეფოსთან. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს, შეხვედრა გამართა ასევე ქვეყნის პრემიერმინისტრთან ჰანი მულკისთან. გუშინ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს.