20:34
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს: "მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე..."
07-11-2018

მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე - ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე, და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და რა თქმა უნდა - სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად. და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას.

AutoPlay
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცაგერის ინციდენტის უკან პროვოკაციული ქმედებები იმალება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სომალიში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, უარი თქვან პროვოკაციებზე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ანა
08-11-2018
700 მლნ სად არის?
izi
07-11-2018
ჩემი გმირი იყავით და ხართ
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები