საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ღვთისმსახურების დაწყებამდე, სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.