ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ყველა რეგიონი თანაბრად იყოს განვითარებული, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას განათლების, ჯანდაცვის მიღების თუ სხვა თვალსაზრისით.